უკან დაბრუნება

Georgian Water and Power

Georgian Water and Power
1 ივნისი, 2026

2026 - კომპანიას მივაწოდეთ Pentair-ის კანალიზაციის მიწისქვეშა ჰერმეტული სატუმბი სადგური, რომელიც აღჭურვილია PRIOX 50-500 ტუმბოებით. ეს უკანასკნელი ჩამდინარე წყლების ჩასაძირი ტუმბოა მორევის ტექნოლოგიით, რომელიც მონტაჟდება როგორც საყოფაცხოვრებო, ისე ინდუსტრიული ობიექტების სატუმბ სადგურებში. ტუმბოები გამოიყენება შეწონილი ნაწილაკების შემცველი სამოქალაქო და ინდუსტრიული წყლებისა და ნალექის გადასატუმბად ან დასაშრობად.

2025 - კომპანიას მივაწოდეთ Pentair-ის საკანალიზაციო მიწისქვეშა სატუმბი სადგური და KROHNE-ის ზედაპირული ტემპერატურის საზომი წინაღობის კაბელური სენსორები, HACH-ისა და Carl Roth-ის სახარჯი მასალები ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიისთვის.

2024 – მივაწოდეთ HACH-ისა და Carl Roth-ის სახარჯი მასალები ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიისთვის და Pentair-ის ბრენდის კანალიზაციის მიწისქვეშა ჰერმეტული სატუმბი სადგური.

ამავე წელს განვაახლეთ და უახლესი მოწყობილობებით აღვჭურვეთ კომპანიის ლაბორატორიები.

2023 - მივაწოდეთ KROHNE-ის პორტატული ულტრაბგერითი მრიცხველი - OPTISONIC 6000.

ამავე წელს გარდაბნის გამწმენდი ნაგებობისთვის მივაწოდეთ სახარჯი მასალები ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიისთვის, მათ შორის HACH-ის:

  • ჟანგბადის ქიმიური მოხმარების განსასაზღვრი რეაქტივების ნაკრები;
  • ამონიუმის, ნიტრიტის და ნიტრატის სტანდარტული ნიმუშები;
  • კალას სტანდარტული ხსნარი;
  • ამონიუმის განსასაზღვრი რეაქტივების ნაკრები;
  • ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების რეაქტივების ნაკრები.

ამავე წელს კომპანიისთვის დავამონტაჟეთ წყლის სიმღვრივის ონლაინ ანალიზატორები, რომელთა საშუალებითაც დროულად გახდა შესაძლებელი წყალში სიმღვრივის აღმოჩენა და საოპერაციო სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება დაჩქარებული რეაგირებისთვის.

კომპანიას მის მფლობელობაში არსებული შპს „რუსთავის წყლისთვის“ მივაწოდეთ HACH-ისა და Carl Roth-ის სახარჯი მასალები ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიისთვის.

2022 - მივაწოდეთ KROHNE-ის ნაკადის პორტატული ხარჯმზომი UFC300 და სენსორი მაგნიტური სამაგრებით (OPTISONIC 6000). ამავე წელს კომპანიას მივაწოდეთ HACH-ის სიმღვრივის სტანდარტული ხსნარები.

ამავე წელს გარდაბნის გამწმენდი ნაგებობისთვის მივაწოდეთ HACH-ის ბრენდის 100-ზე მეტი LCK რეაგენტი, მათ შორის:

  • ჟანგბადის ქიმიური მოხმარების, საერთო აზოტის, ციანიდების, ფორმალდეჰიდის და სულფიდების განსასაზღვრი რეაქტივების ნაკრებები;
  • ამონიუმის, ნიტრატის, ჟანგბადის ქიმიური მოხმარების და საერთო ფოსფორის სტანდარტული ნიმუშები;
  • ელექტროგამტარობის დასაკალიბრებელი ხსნარი;
  • დასაპრესი მოწყობილობა და ა.შ.