1933 წელს დაწყებული ინოვაციების სერიით კომპანია HACH-მა მოახდინა წყლის ანალიტიკის ინდუსტრიის რევოლუცია, გარდაქმნა იგი უფრო ზუსტ, სწრაფ, მარტივ და ეკოლოგიურად სუფთა პროცესად. კომპანია მალევე გახდა წყლის ტესტირებისთვის საჭირო რეაგენტებისა და ინსტრუმენტების წამყვანი მწარმოებელი გლობალურად. ინოვაციურობის 90-წლიანმა გამოცდილებამ, ხელსაწყოებისა და რეაგენტების ფართო სპექტრმა გააფართოვა ადამიანის ცოდნა წყლის ქიმიური თავისებურებების შესახებ.
დღეს HACH-ის პროდუქცია გამოიყენება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, მუნიციპალურ, ინდუსტრიულ, და კომერციულ სექტორებში, საგამოცდო და კვლევით ლაბორატორიებში, უნივერსიტეტებშსა და ყველა ორგანიზაციაში, რომელსაც ურთიერთბა უწევს წყალთან.
2019 წელს კომპანიამ მოიცვა სამხრეთ კავკასია პროდუქციის სრული ჩამონათვალით და სრული ტექნიკური მომსახურებით, რისთვისაც ჩვენი კომპანია — VORTEX Water Engineering შეარჩია.