2021 - ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის ფარგლებში ჩვენმა ტექნიკურმა გუნდმა არსებული წყლის მოპოვების, ფილტრაციისა და დისტრიბუციის სისტემის ავტომატიზაციის სამუშაოები შეასრულა. პროცესს ჩვენივე ოფისიდან, დისტანციური მენეჯმენტის SCADA სისტემის საშუალებით ვაკვირდებით და გვაქვს მუდმივი ინფორმაცია მისი სტატუსის შესახებ. წყლის სისტემის სრული ავტომატიზაცია არსებულ წყლის ინფრასტრუქტურას გაცილებით უსაფრთხოს და მარტივად სამართავს ხდის.