2025 - ლაბორატორიას მივაწოდეთ HACH-ის რეაგენტები, მათ შორის:
- სტანდარტული ხსნარები ჯამური გახსნილი მყარი ნივთიერებების, ჟანგბადის ქიმიური მოხმარებისა და ელექტროგამტარობის განსაზღვრისთვის;
- კიუვეტა ტესტები ქრომისა და ქლორიდების განსაზღვრისთვის;
- ბუფერული სტანდარტული ხსნარი pH-ის განსაზღვრისთვის.
2022 - შევისყიდეთ და BBE-ს მივაწოდეთ HACH-ის ქიმიური რეაგენტები, მათ შორის ქლორიდის, რკინის, წყლის სიხისტის, ჟანგბადის ბიოქიმიური მოთხოვნის (BOD5), ჟანგბადის ქიმიური მოთხოვნის (COD) და საერთო აზოტის კიუვეტა ტესტები და ა.შ.
ამავე წელს BBE-ს გავუწიეთ ტექნიკური მომსახურება, რაც მოიცავდა ლაბორატორიის მფლობელობაში არსებული DR3900 სპექტროფოტომეტრისა და DRB 200 თერმოსტატისთვის ცვეთადი ნაწილების შეცვლას, დაკალიბრებასა და პროგრამულ განახლებას. დამატებით, ჩვენმა გუნდმა უზრუნველყო აპარატებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება მათი მოპყრობის, შენახვის პირობების, გამოყენებისა და ლაბორატორიაში განთავსების შესახებ.
2021 - კომპანიას მივაწოდეთ HACH-ის 14 LCK რეაგენტი, მათ შორის ქრომის, ფტორიდის, წყლის სიხისტის, საერთო აზოტის, სულფატის და ა.შ. კიუვეტა ტესტები.