2025 - პროექტის - „საქართველოს სურსათის უსაფრთხოებისა და სანიტარული და ფიტოსანიტარული სექტორის ხელშეწყობა“ ფარგლებში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას (FAO) მივაწოდეთ ოქსიმეტრები (მრავალპარამეტრიანი საზომი ხელსაწყოები), MPN მეთოდით სრული კოლიფორმის განმსაზღვრელი საერთო ნაკრები, ასევე წყლის ხარისხის პარამეტრების საზომი და ბაქტერიული დაბინძურების მაიდენტიფიცირებელი ხელსაწყოები. დამატებით, FAO-ს მივაწოდეთ MPN მეთოდზე დაფუძნებული HACH-ის კოლიფორმისა და კოლი-ბაქტერიის ფილტრაციის ნაკრები, HACH-ის პორტატიული ინკუბატორი და ინკუბატორისთვის საჭირო სინჯარების სადგამი.
პროექტის მიზანი მტკნარი წყლის მეთევზეებისთვის საჭირო ხელსაწყოების შეძენა იყო, რაც საქართველოში წყლის ხარისხის კონტროლსა და სუფთა საკვების წარმოებას შეუწყობს ხელს.