2025 – როდესაც შპს “ბლექ სი პეტროლეუმმა” ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ფართომასშტაბიანი მშენებლობა დაიწყო, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მდინარე რიონიდან სათანადო ხარისხის ტექნიკური წყლის მომარაგების უზრუნველყოფა იყო. ამ საკითხის გადაჭრა მოითხოვდა კომპლექსურ და ინოვაციურ მიდგომას, რაც მოიცავდა ერთიანი კონცეფციის შემუშავებას, საინჟინრო გათვლებსა და დეტალური ტექნიკური და ტექნოლოგიური დოკუმენტაციის მომზადებას. სწორედ ეს დოკუმენტაცია უნდა გამხდარიყო სისტემის დაპროექტებისა და შემდგომი იმპლემენტაციის საფუძველი.
VORTEX Water Engineering ერთადერთი კომპანია აღმოჩნდა, რომელმაც ამ პროექტზე აიღო პასუხისმგებლობა. ჩვენი კომპანიის მიერ მომზადებული პროექტის საშუალებით Black Sea Petroleum-მა მოიპოვა სახელმწიფო ნებართვები როგორც წყალაღებაზე, ასევე გაწმენდილი ჩამდინარე წყლების შავ ზღვაში ჩაშვებაზე. აღნიშნული ნებართვები გაიცა იმ პირობით, რომ წყლის ხარისხი სრულად დააკმაყოფილებდა საქართველოს ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ დასაშვებ პარამეტრებს.
სისტემის ტექნოლოგიური პროექტირება მოიცავდა შემდეგ ეტაპებს:
- ნედლი წყლის მოპოვებას;
- კოაგულაცია-ფლოკულაციას;
- შეწონილი ნაწილაკებისა და ორგანული ნაერთების შემცირებას;
- წყლის დამუშავების ნაგებობის ავტომატიზებულ მართვას SCADA სისტემით, რაც გამორიცხავს ოპერატორის მუდმივი ჩართულობის საჭიროებას.
პროექტის ფარგლებში მოვამზადეთ სრული ტექნიკური დოკუმენტაცია, მათ შორის:
- წყლის დამუშავების ტექნოლოგიური პროექტი, ჰიდრავლიკური გაანგარიშება, ელექტროობა და SCADA პროექტი;
- სატუმბი შენობის, რეზერვუარისა და მილის ჩაშვების საყრდენების კონსტრუციული ანგარიშები და პროექტები;
- ტოპოგრაფიული სამუშაოები (8 კმ), ბათიმეტრია, ხარჯთაღრიცხვა და მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი.