2024 - მივაწოდეთ KROHNE-ის ბრენდის მრიცხველები:
- OPTIFLUX - წყლის ხარჯმზომი
- OPTISOUND - ულტრაბგერითი დონმზომი
- OPTISWITCH - დონის სიგნალიზატორი
- OPTIBAR - წნევის საზომი.
კომპანიას ასევე მივაწოდეთ HACH-ის ქიმიური რეაგენტები და Veolia-ს ავტომატური თვითგამწმენდი ფილტრები, რომლებიც დავამონტაჟეთ და ექსპლუატაციაში გავუშვით. თანამშრომლობის მიზანი ტექნიკური წყლის მინარევებისგან და მყარი ნაწილაკებისგან გაწმენდა იყო.
2023 – RMG Copper-ის საწარმოო და მიმდებარე ტერიტორიის შესწავლის შემდეგ, Nijhuis Saur Industries-ის მოწვეულ ექსპერტებთან თანამშრომლობით, ჩვენმა გუნდმა მოამზადა ტექნიკური დავალება სანიაღვრე და კარიერული წყლების მართვის კონცეფციისთვის. სამუშაო პროცესი მოიცავდა საწარმოო პროცესების წინასწარ კვლევას, წყლების მიმოქცევისა და სანიაღვრე წყლების გაწმენდის პროცესების ვერსიების განხილვას, არსებული მოწყობილობების მოდერნიზაციისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების საკითხებზე კონსულტაციის გაწევას, ობიექტზე შემდგომი კომპლექსური აუდიტის დაგეგმვას და ა.შ.
2022 – Nijhuis Saur Industries-ის ექსპერტებთან თანამშრომლობით განვახორციელეთ RMG Copper-ის ბიოლოგიური გამწმენდი სადგურის აუდიტი. კომპანიისთვის მოვამზადეთ სისტემის გაუმჯობესების შეთავაზების ტექნიკური დოკუმენტი.